სესილი ქადარია - სამართლის დოქტორი, ჰააგის კონვენციის ფარგლებში ლიცენზირებული ადვოკატი, მოწვეული ლექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, Insol International საერთაშორისო გადახდისუუნარობის ექსპერტთა ასოციაციის წევრი ( ინგლისი).
განათლება:
სესილი ქადარიამ წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი,
ბიზნეს სამართლის მაგისტრი- თავისუფალი უნივერსიტეტი,
სამართლის დოქტორი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სესილიმ 2019 წელს შეისწავლა ევროპული კერძო სამართალი ზალცბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ( ავსტრია) და იყო მკვლევარი- მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (გერმანია) და ჰაიდელბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გერმანია).
პრაქტიკული მოღვაწეობა:
სესილიმ პრაქტიკული მოღვაწეობა დაიწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, შემდეგ გადავიდა ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის ხელმძღვანელად სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. ის ასევე იკავებდა პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
წლების განმავლობაში სესილი იყო სხვადასხვა კანონპროექტზე შემქნელი ჯგუფის წევრი, როგორიცაა „მომხამრებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ და სხვა მრავალი.
სესილი იყო მოწვეული ექსპერტი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში: „სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება“;
სესილი არის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ექსპერტი, ის მონაწილეობდა საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესში.
მას აქვს მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი.
სესილის აქვს 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სამოქალაქო სპეციალიზაციაში, მისი პორტფოლიო მოიცავს არაერთ წარმატებით დასრულებულ საქმეს ბიზნეს სამართალში, გადახდისუუნარობის სამართალსა და სხვა დავებში.
სესილი არის სახელმძღვანელოს: „გადახდისუუნარობის სამართალი“ და
სამეცნიერო სტატიების:
· „ექსპროპრიაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზო“, „რეაბილიტაციის პროცესის ისტორიული განვითარება“,
· „რეაბილიტავიის პროცესის გახსნის თავისებურებები საქართველოსა და იაპონიის სამართლის ჭრილში“
· „თანაბარი მოპყრობის მოვალეობა სამუშაო ადგილზე დაწინაურებისას“,
· „მომხმარებლის სახელშეკრულებო დაცვის ფარგლები ევროდირექტივასა და საქართველოს სამართლებრივ სივრცეში“,
· „მეურვეობისა და მხარდამჭერის ინსტიტუტების ურთიერთმიმართება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის უფლებებთან დაკავშირებით“ ავტორი.
სესილი ფლობს ინგლისურს, რუსულს, ფრანგულსა და ესპანურ ენებს.